უცნობმა იღბლიანმა ლატარეაში 310 მილიონი დოლარი მოიგო

აშშ-ში პოპულარული ლატარია Powerball-ის გათამაშებაში ჯეკპოტი - 310 მილიონი დოლარი გათამაშდა.

ჯეკპოტი აშშ-ში გუშინ გათამაშდა, თუმცა იღბლიანი ბილეთის მფლობელი ამ დრომდე უცნობია.

„ამ დრომდე არ გამოჩენილა ადამიანი, ვისი ბილეთით 21, 39, 40, 55 და 59 რიცხვებისგან შედგებოდა“, - აღნიშნა Powerball-ის წარმომადგენელმა.

Powerball-ის ლატარეაში ჯეკპოტი წელს მეორეჯერ გათამაშდა. იღბლიანი გამარჯვებული გადასახადების გამოკლებით 191,4 მილიონ დოლარს მიიღებს.