გლობალური დათბობა შესაძლოა, ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდეს

კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლამ შესაძლოა, ინვესტორები დააზარალოს.

ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი მიიჩნევს, რომ კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში მიღებული მკაცრი ზომების გამო, შეუძლებელი იქნება საწვავის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიების აქტივების გამოყენება. კარნის მოსაზრებას იზიარებს ბევრი კომპანია, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს მაღალი რისკი საწვავი „გაყინულ აქტივად“ იქცეს.

რისკების მიუხედავად, ზოგიერთი ნავთობკომპანია, მათ შორის Shell-იც, მიიჩნევს, რომ ნეგატიური პროგნოზი არ გამართლდება, რადგან არ ითვალისწინებს განვითარებად ქვეყნებში სასწვავზე მზარდ მოთხოვნას.

გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში, კანონები შესაძლოა დეკემბერში გაამკაცრონ, როცა პარიზში კლიმატური ცვლილებების პრობლემებზე გაერო-ს სამიტი გაიმართება.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, იმისათვის, რომ გლობალური ტემპერატურა არ გაიზარდოს, საჭიროა საწვავის მსოფლიო მარაგის მხოლოდ 1/5-ის ან 1/3-ის გამოყენება.

მარკ კარნის თქმით, თუ მეცნიერული გათვლები სწორია, მაშინ ნავთობის, აირისა და სხვა საწვავის მარაგის გამოყენების მოცულობა მკვეთრად შემცირდება, რაც ბაზრის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.