ინგლისსა და უელსში მანქანაში მოწევისთვის მწეველები 50 ფუნტით დაჯარიმდებიან

მანქანაში, რომელშიც ბავშვები ისხდებიან, სიგარეტის მოწევისთვის მწეველები ინგლისსა და უელსში 50 ფუნტით დაჯარიმდებიან.

ახალი კანონი 18-წლამდელთა პასიური მოწევისგან დაცვის მიზნით მიიღეს. ცოტა ხნის წინ ნიუკასლის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მანქანაში მყოფი ბავშვები უფრო მეტად ხდებიან კანცეროგენული ქიმიკატების მსხვერპლი, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.

ამავე კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მანქანაში ფანჯარა ჩაწეულია და მძღოლი ამ დროს ეწევა, ჰაერის დაბინძურების დონე რეკომენდირებულზე 100-ჯერ მაღალია.

ინგლისსა და უელსში საზოგადოებრივ ადგილებზე მოწევა 8 წლის წინ აკრძალეს.