დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ილმაზ მანსურგულერი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.