Express Bank-ი მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს

Express Bank იმ მომხმარებელს, ვისაც 3 თვეზე მეტია არ გადაუხდია Express Card-ით, "საქართველოს ბანკის" პოსტერმინალის მეშვეობით პირველივე გადახდისას საჩუქრად გადასცემს 500 Express ბონუსქულას.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, Express ბონუსქულების დაგროვება მარტივია: "საქართველოს ბანკის" პოსტერმინალის, სავაჭრო და მომსახურების, ასევე სწრაფი კვების ობიექტებში Express Card-ით ყოველი გადახდისას მომხმარებელს ავტომატურად ერიცხება 10 Express ბონუსქულა. მომხმარებელი Express ბონუსქულებს აგროვებს მაშინაც, როდესაც ფარავს კომუნალურ და სხვა მომსახურებას Express Bank-ის გადახდის აპარატით. დაგროვილი Express ბონუსქულების გადაცვლა შესაძლებელია უფასო მგზავრობაზე, კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, ინტერნეტის, მობილურის და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე.

მას, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ან დაკარგა Express Card-ი, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე აიღოს ბარათი Express Bank-ის ნებისმიერ სერვისცენტრში. მომხმარებელს, ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს, საქართველოს მასშტაბით.