სოფლის მეურნეობის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია იტალიის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  ოთარ დანელიამ იტალიის ელჩს აგრარულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამხვილა ყურადღება.

თავის მხრივ, იტალიელმა დიპლომატმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარღმავებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიის მხარე მზად არის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და სოფლის მეურნეობის დარგში კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მხარეები მემორანდუმს გააფორმებენ.