OPEC-ის პრეზიდენტი დააკავეს

ლონდონში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია OPEC-ის პრეზიდენტი დიეზანი ალისონ მადუეკე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ მასთან ერთად კიდევ სამი მამაკაცი და ორი ქალი აიყვანა. მათი ვინაობა უცნობია. ყველა მათგანი ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. თუმცა, ნიგერიული მედიის ცნობით, OPEC-ის პრეზიდენტი მალევე გაათავისუფლეს. ის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაყადაღებულია დიეზანი ალისონ მადუეკეს სახლი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში.

OPEC-ის პრეზიდენტი ნიგერიის ნავთობისა და ტრანსპორტის მინისტრია. მან OPEC-ის ხელმძღვანელი პირის პოსტი 2014 წლის 27 ნოემბერს ჩაიბარა და შედეგად ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.