დუბაის პრინცმა აზერბაიჯანელ მიმტანს 10 000 დოლარი აჩუქა

დუბაის პრინცმა ჰამდან ბინ მუჰამად ბი რაშიდმა ბაქოში ვიზიტის დროს მიმტან გოგონას 10 000 დოლარი აჩუქა. გოგონა სასტუმრო Fairmont Baku-ს თანამშრომელია, სადაც პრინცი ვიზიტის დროს იმყოფებოდა. სასტუმროს თანამშრომლები ყვებიან, რომ ჰამდან ბინ მუჰამედმა საჩუქარი გოგონას კარგი მომსახურებისთვის გაუკეთა.

დუბაის პრინცი დუბაის შეიხის - მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის შვილია. ახალგაზრდა მამაკაცის ქონება 20 მილიარდ დოლარად ფასდება. შეიხს კიდევ 18 შვილი ჰყავს.