ეგვიპტელებმა მარილიანი წყლის გამტკნარების მარტივ ტექნოლოგიას მიაგნეს

დედამიწის ზედაპირის 70% წყლითაა დაფარული, მაგრამ მათი 97% დასალევად გამოუსადეგარია. კომპანია MIT Technology Review-ს მიხედვით, დღეისთვის 700 მილიონამდე ადამიანი სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას და მათი რიცხვი 2025 წლისთვის სავარაუდოდ 1,8 მილიარდი გახდება.

ალექსანდრიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განმარილების ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მარილიანი წყალი სასმელად ვარგისი გახდეს. ეგვიპტელი მკვლევარების მიერ შექმნილი ტექნოლოგია ხელსაყრელი ფასითაც არის გამორჩეული.

ამ დროისთვის მსოფლიოში განმარილების რამდენიმე ტექნოლოგია არსებობს, მაგრამ მათი ღირებულება საკმაოდ ძვირია. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ისარელის მთავრობას ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდა. ასევე ძვირი სიამოვნებაა მისი შენახვა, რადგან დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ეგვიპტელების სიახლის უპირატესობა კი ორ რამეშია, პირველი მას საერთოდ არ სჭირდება ელექტროენერგია და მეორე - მისი გამოყენება ნებისმიერ განვითარებადი ქვეყნის სოფელსაც კი შეუძლია, რადგან მისი კომპონენტები იაფია და შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს.

„ახალი ტექნოლოგია ამ დროისთვის ეგვიპტეში, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ინერგება. ის ბევრად ეფექტურია, ვიდრე აქამდე არსებული ტექნოლოგიები“, - განაცხადა უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰელმი ელ-ზანფალიმ. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგია განმარილების გარდა, დაბინძურებული და საკნალიზაციო წყლების გასაწმენდადაც ივარგებს.

კოკა კვირკველია