ქუჩაში სიგარეტის ნამწვის დაგდებისთვის პარიზში ჯარიმა დააწესეს

პარიზში მკაცრი სასჯელი დაუწესეს მწეველებს, ვინც ქუჩაში სიგარეტის ნამწვს დააგდებს.

1 ოქტომბრიდან მსგავსი დარღვევისთვის მწეველები 68 ევროთი დაჯარიმდებიან.

„გარდა იმისა, რომ ქუჩაში დაყრილი სიგარეტის ნამწვები ლანდშაფტის ვიზუალურ მიმზიდველობას ამცირებს, ტოქსიკური პროდუქტის შემცველობის გამო ნამწვავი გარემოს აბინძურებს“, - ნათქვამია პარიზის მერიის განცხადებაში.

საფრანგეთში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა 2006 წელს აკრძლეს. თუმცა, აკრძალვის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა - ყოველდღიურად მხოლოდ პარიზში ტროტუარებისა და გზების დალაგებისას, დასფუთავების სამსახურის თანამშრომლები 350 ტონა სიგარეტის ნამწვს აგროვებენ.