ქორწილში მიუსვლელობის გამო, პატარძალმა სტუმრები "დააჯარიმა"

აშშ-ში მცხოვრებმა ეშლი კრებელმა ყველა სტუმარს, ვინც მის ქორწილში არ მივიდა, ჯარიმის სახით, 75 დოლარის ოდენობის ჩეკი გაუგზავნა.

ქორწილის სტუმრებმა - ჯესიკა და ჯასტინ ბეიკერებმა ეს ამბავი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ეშლის სახელით წერილი მიიღეს. წერილში 75,90 დოლარის ჩეკი იდო, რომელიც რესტორანში მათთვის შეკვეთილი სადილის თანხას და გადასახადებს ითვალისწინებდა.

წყვილის განცხადებით, ქორწილში წასვლა მათ ბოლო წუთს ვერ შეძლეს, რადგან მოულოდნელად ბავშვების ძიძა ცუდად გახდა.

წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ წყვილს საპასუხო წერილით უნდა განემარტა ქორწილში დაუსწრებლობის მიზეზი. ჯესიკა ბეიკერის თქმით, ის არ აპირებს თანხის გადახდას.

2014 წლის მონაცემებით, ამერიკაში ქორწილის გადახდა საშუალოდ 31 213 დოლარი ჯდება.