ქრთამის აღების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 აშშ დოლარი.  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.