იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა!

"პალიტრამედია"  თავისი ყველა მედიაპლატფორმით აქტიურად აგრძელებს იმ იდეის მხარდაჭერას, რომ ქართული ნაწარმის ყიდვით ჩვენ ქვეყანას ვაძლიერებთ.

ინფოგრაფიკის მეშვეობით გვინდა შემოგთავაზოთ ის გზა, რომელიც ქართული წარმოების პროდუქციამ დამოუკიდებლობის შემდეგ გაიარა. მოგეხსენებათ, რომ 1990 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მეურნეობის ძველი სისტემა შეიცვალა და ახალ ეკონომიკურ მოწყობაზე გადავედით, ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1990-1994 წლებში თითქმის ექვსჯერ შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მოცულობა და კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. ადგილობრივი პროდუქციის წარმოების თვალში საცემი ზრდა 1995 წლიდან იწყება.