საპარტნიორო ფონდში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა

საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებია. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით,  ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესი და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც წინა ხელმძღვანელის პირობებში იყო.

დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.