წლის ბოლომდე გერმანიაში მიგრანტთა რიცხვი მილიონნახევრამდე გაიზრდება

წლის ბოლომდე გერმანიაში მიგრანტთა რიცხვი მილიონნახევრამდე გაიზრდება. როგორც გერმანული გამოცემა "ბილდი", გასაიდუმლოებულ სამთავრობო დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, ოფიციალური ბერლინი ვარაუდობს, რომ ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში დაახლოებით 920 000 მიგრანტი ჩავა, ყოველდღიურად კი, გერმანიის საზღვარს 6-დან 10 000-მდე მიგრანტი გადაკვეთს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში მიგრანტთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღემატება.