ჯეიმს ბონდმა 36 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები დაამტვრია

"ბონდიანას" ახალი ფილმის გადაღების დროს, ჯეიმს ბონდმა 36 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები დაამტვრია.

„ჩვენ რეკორდი მოვხსენით. რომში მილიონობით ფუნტის ღირებულების მანქანები დავამტვრიეთ. ისინი საათში 180 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. 4-წამიან სცენას მთელი ღამის განმავლობაში ვიღებდით“,- ყვება ტრუკების მთავარი კოორდინატორი გერი პაუელი.

ახალ კინოსურათ „სპექტრში“, ყველა დროის მთავარი საიდუმლო აგენტი ჯეიმს ბონდი, დენიელ კრეიგის შესრულებით, ამტვრევს სპეციალური შეკვეთით დამზადებულ ასტონ მარტინ DB-10-ებს, რომლებიც კატაპულტირებადი სავარძლით არიან აღჭურვილნი.

რეჟისორ სემ მენდესის ახალი ნამუშევრის პრემიერა ლონდონში 26 ოქტომბერს შედგება.