მსოფლიოში პირველი ქვიშის სასტუმრო აშენდა

ჰოლანდიელმა მოქანდაკეებმა ბავშვობის ოცნება აიხდინეს და ქვიშისგან სასტუმრო ააშენეს. პირველი ნამდვილი ქვიშის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ნიდერლანდების ქალაქ ოსში. მას ცნობისმოყვარე ტურისტები სტუმრობენ იმისათვის, რომ ერთი ღამე მაინც გაატარონ ქვიშით ნაშენებ სასტუმროს ნომერში. სასტუმრო ტონობით ქვიშით ააგეს. იგი ხის მასალით არის გამაგრებული. სასტუმროს ქვიშის სკულპტურებიც ამშვენებს.

„ეს სიგიჟეა. მინდოდა რაიმე განსაკუთებული გამეკეთებინა ამ დღეს და გამოვიდა კიდეც“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა, რომელმაც თავის მეუღლესთან ქორწინების მე-12 წლისთავი ქვიშის სასტუმროში აღნიშნა.

ჰოლანდიელი მოქანდაკეების მიერ შექმნილი ქვიშის სასტუმრო მსოფლიოში პირველია, განსხვავებით ყინულის სასტუმროებისგან, რომლებიც მრავლადაა, განსაკუთრებით ფინეთსა და შვედეთში.