კახეთში 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

რთველის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.  ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81 მლნ ლარს მიაღწია. მათივე ცნობით, 5 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს. ამ დროისთვის გადამუშავებულია: რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.