ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბება წლის ბოლოსთვის იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის ჩამოყალიბდება ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო.

"ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოსთან დაკავშირებით, საპარტნიორო ფონდმა იტალიურ კომპანია "საჩეს" დაუკვეთა კვლევის ორგანიზაციული სტრუქტურის გაკეთება. ახლა ჩვენ ვართ საპარტნიორო ფონდთან იმ პროცესში, რომ წლის ბოლოსთვის სტრუქტურის ჩამოყალიბება მოხდეს",- განაცხადა ქუმსიშვილმა.