ქართული წარმოების ტანსაცმელი, რომელიც ევროპულს არ ჩამოუვარდება

#იყიდექართული - მედიაჰოლდინგ "პალიტრის" სოციალური კამპანიაა, რომელიც ქართული წარმოების ხელშეწყობას და შესაბამისად, ქვეყნის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ისინი, ვინც კამპანიას უერთდებიან, არჩევანს ქართული პროდუქციის სასარგებლოდ აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებით საქართველოს გაძლიერებისა და განვითარების საქმეში პატარა წვლილი შეაქვთ.

"მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია ერთ-ერთია, ვინც ქართული ნაწარმის შეძენის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამას პრაქტიკაშიც ახორციელებს. მარიკა დარჩიამ "პალიტრა TV"-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად ტანსაცმლის მაღაზია "იმერში" ქართული წარმოების მანტო, ჟილეტი და მოსაცმელი შეიძინა.

ფაბრიკა "იმერი" 90 წელია ქუთაისში ფუნქციონირებს. საწარმოში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 2013 წლიდან ფაბრიკამ მაღაზია თბილისში, იოსებიძის ქ. #53 გახსნა. "იმერის" ტანსაცმელი ხარისხითა და დაბალი ფასებით გამოირჩევა. ფასები 15-150 ლარამდე მერყეობს.