ბენზინისა და დიზელის იმპორტი გაიზარდა

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის 9 თვის მაჩვენებელი 100,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს,- ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 102,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, სექტემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 52,1 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,2 ათასი ტონა ანუ 63,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 16,7 ათასი ტონა ანუ 33%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,7 ათასი ტონა ანუ 3,4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის სექტემბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 29,1 ათასი ტონა ანუ 55,9%, L-62 დიზელის საწვავი - 22,4 ათასი ტონა ანუ 43%, DT - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,1%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 32,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 27,9 ათასი ტონა (27,2%), აზერბაიჯანი - 14,1 ათასი ტონა (13,7%), თურქმენეთი - 12,5 ათასი ტონა (12,2%), საბერძნეთი - 12,1 ათასი ტონა (11,8%), რუსეთი - 3,8 ათასი ტონა (3,7%).

სულ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 749,1 ათასი ტონა, რაც 100,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 316,7 ათასი ტონა (42 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 432,4 ათასი ტონა (58,5 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების მაჩვენებელს).

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც: მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 8,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 89,0% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 67,3 ათასი ტონა, რაც 9,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მ/წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,0 ათასი ტონა, აგვისტოში - 2,0 ათასი ტონა, ივლისში - 1,8 ათასი ტონა. სულ მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 1.8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,2 ათასი ტონა, აგვისტოში - 11,4 ათასი ტონა, ივლისში - 3,9 ათასი ტონა. სულ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა, რაც 5,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, "- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.