საქსტატსა და ფერმერთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქსტატსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელძღვანელმა ნინო ზამბახიძემ მოაწერეს ხელი.

"თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნას. ახალი სპეციალიზირებული გამოცემა გაჯერებული იქნება სტატისტიკური ინფორმაციით, რაც ფერმერებს მათი საქმიანობის გაუმჯობესებაში კიდევ უფრო დაეხმარება. მხარეების განცხადებით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის მემორანდუმების გაფორმება, რადგან ის მსგავსი სახის სპეციალიზირებულ ჯგუფებში სტატისტიკის ცნობადობის გაზრდასთან ერთად ხელს შეუწყობს ახალი და მნიშვნელოვანი სპეციალური სახელმძღვანელოების შექმნას", - ნათქვამია განცხადებაში.