სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიამ შესაძლოა, ნავთობი გააძვიროს

სირიაში რუსეთის სამხედრო კამპანიამ შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს.

ე.წ შავ ოქროზე ფასების დაცემა, რაც საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ყატარისა და კუვეიტის მიერ იყო პროვოცირებული, რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. თუ ნავთობის ფასების კლების ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდა, რუსეთის მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ უამრავი კითხვა დაუგროვდება.  სირიაში სამხედრო კამპანიის დაწყება კი რეგიონში დაძაბულობას შექმნის, რაც საუდის არაბეთსა და მის მოკავშირეებზე ფინანსურად ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მგავსი სცენარი საუდის არაბეთს იძულებულს გახდის შეამციროს ნავთობის წარმოება, რაც თავის მხრივ „შავი ოქროს“ ფასის ზრდას გამოიწვევს.  თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მომავალში შესაძლოა, ირანმა სცადოს ნავთობის წარმოების გაზრდა. თუ ეს მოხდა, ე.წ შავ ოქროზე ფასები კიდევ ერთხელ დაეცემა, რაც არამხოლოდ მოსკოვს, არამედ საუდის არაბეთსაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე დღის განმავლობაში 2 მილიონი ბარელი ნავთობია ხელმისაწვდომი, რაც საჭიროზე გაცილებით მეტია. მიუხედავად ამისა, „შავი ოქროს“ ექსპორტიორი ქვეყნები არ გეგმავენ წარმოების შემცირებას.

მომავალ წელსაც