8 ოქტომბრიდან ENPARD-ის გადაცემები 21 რეგიონული არხის მეშვეობით გავრცელდება

ENPARD-ის გადაცემები 21 რეგიონული არხის მეშვეობით 8 ოქტომბერიდან გავრცელდება. ENPARD-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა ENPARD და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია რეგიონული გადაცემის "მრავალკუთხედი" ფარგლებში, 8 ოქტომბრიდან იწყებს რუბრიკას "ENPARD სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის".  მათივე ცნობით, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, რადგან 21 რეგიონული ტელეარხის მეშვეობით სოფლად მცხოვრები ადამიანები მოისმენენ ინფორმაციას ENPARD -ის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ, მიიღებენ სასარგებლო აგრორჩევებს, გაეცნობიან ფერმერთა წარმატებულ ისტორიებს.

ENPARD-ის ინფორმაციით, თანამშრომლობის პირველ ეტაპზე 21 რეგიონული არხის მეშვეობით ყოველ კვირას ეთერში გავა ENPARD -ის საკომუნიკაციო ქსელის მიერ მომზადებული პოდკასტები და სიუჟეტები. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა. ENPARD-ის რუბრიკა გადაიცემა იმერეთის (3 არხი), ქვემო ქართლის (4 არხი), სამცხე-ჯავახეთის (4 არხი), შიდა ქართლის (1 არხი), კახეთის (2 არხი), სამეგრელოს (5 არხი), გურიისა (1 არხი), და აჭარის (1 არხი) რეგიონულ მაუწყებლების მეშვეობით.

დეტალური ინფორმაციის ნახვა პროგრამის შესახებ შესაძლებელია ENPARD -ის ვებ-გვერდზე: www.enpard.ge