აუქციონზე 4 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 4 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 6 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13.750 პროცენტით, მაქსიმალური 13.800 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13.770 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.