Toyota კვლავ ლიდერია, BMW კი - მეორე

მსოფლიო საუკეთესო ბრენდების ახალ რეიტინგში, რომელსაც „ინტერბრენდი“ ყოველწლიურად ავლენს, 100 კომპანიიდან მხოლოდ 15 ავტომწარმოებელი მოხვდა.

წლევანდელ რეიტინგშიც ლიდერთა ოთხეული უცვლელია, კვლავინდებურად ლიდერია იაპონური ავტოგიგანტი Toyota, მეორე ადგილზე გახლავთ ბავარიული BMW, მესამეზე გერმანული -  Mercedes-benz და მეოთხეზე - კვლავ იაპონური Honda. ეს კომპანიები საერთო ჩამონათვალში შესაბამისად მე-6, მე-11, მე-12, და მე-19 ადგილებს ინაწილებენ და მათი მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბრენდებს,  რეიტინგში მოხვდნენ: Volkswagen , Ford, Hyundai, Audi, Nissan, Porsche, Kia, Harley-Davidson, Chevrolet, land-Rover და MINI. აღსანიშნავია, რომ „ინტერბრენდის“ რეიტინგში უკუსვლა აქვს მხოლოდ გერმანულ ბრენდ „ვოლკსვაგენს“ და არის დებიუტანტი „მინის“ სახით.

კოკა კვირკველია