შინაური ცხოველების სასაფლაო ველის დასახლებაში მოეწყობა

„სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით“.

აფრიკის დასახლებაში არსებულ „ველის სასაფლაოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაური ცხოველების სასაფლაო მოეწყობა. ამის შესახებ „BPN''- ს შპს „ჰერმესის“ დირექტორმა მიხეილ ძაგანიამ განუცხადა. „ბოლო პერიოდში მომრავლდა მაწანწალა ძაღლებისა და კატების საკითხი. მათი გვამების გაუვნებლობა აქამდე ე.წ. „ბეიკერის“ ორმოში ხდებოდა. მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაძინებას ახდენს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსამხური. 35 000 რეგისტირებული ძაღლია ოფიციალურად ქალაქში, რომლებსაც ჰყავთ პატრონები და მათი მოთხოვნაა, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრისთვის არსებობდეს ინდივიდუალური სასაფლაო. ამისათვის გამოიყოფა „ველის სასაფლაოზე“ სპეციალური ადგილი, სადაც მოსახლეობას შინაური ცხოველების ინდივიდუალური დამარხვის შესაძლებლობა მიეცემა. მათივე სურვილისამებრ შესაძლოა, დაიდგას საფლავის ქვებიც, ოთხფეხა მეგობრების ფოტოებით. სავარაუდოდ, ამ საკითხს მთავრობის შემდეგ სხდომაზე გავიტანთ, “- აცხადებს მიხეილ ძაგანია.

თორნიკე ყაჯრიშვილი