საუდის არაბეთის პრინცმა "ტვიტერის" წილი იყიდა

საუდის არაბეთის მილიარდერმა პრინცმა, ალვალიდ ბინ ტალალმა და მისმა საინვესტიციო კომპანიამ სოციალური ქსელის - „ტვიტერის“ დამატებით წილი იყიდეს. ოფიციალური ინფორმაციით, პრინცმა აქციებში 44 მილიონი ევრო გადაიხადა. შედეგად საუდის არაბეთის პრინცი „ტვიტერის“ უკვე 5 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი და კომპანიაში სიდიდით რიგით მეორე, ყველაზე მსხვილი აქციონერია. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ტვიტერის“ ყოფილი ლიდერი და თანადამფუძნებელი, ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ალვალიდ ბინ ტალალმა სოციალურ ქსელში 2011 წელს 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.