მომავლის სასწრაფო, რომელიც პაციენტს ზუსტ დიაგნოზს დაუსვამს

ყოველ წელს ევროპაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები მილიონობით ადამიანს უწევენ პირველად სამედიცინო დახმარებას. კვლევის მიხედვით, ნახევარზე მეტ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზევე ახერხებენ პაციენტების შველას და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო აღარ არის. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ევროპაში მედიკოსებმა და მკვლევარებმა შეიმუშავეს ე.წ ჭკვიანი სასწრაფო დახმარების მანქანის პროექტი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, სწრაფად და სრულად გაუწიოს სამედიცინო დახმარება პაციენტს. ამასთან, პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ე.წ მომავლის სასწრაფო დახმარების მანქანებში სამედიცინო პერსონალი შეძლებს ზუსტად და ადგილზევე დაუსვას დიაგნოზი დაზარალებულს.

„სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილი იქნება სპეციალური ტექნოლოგიით, რისი დახმარებითაც ბრიგადას შესაძლებლობა ექნება, საავადმყოფოს პერსონალთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებით იმუშაოს. ეს ნიშნავს იმას, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში დასმული დიაგნოზი იქნება უფრო ზუსტი“, - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი.

ე.წ ჭკვიანი სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის ქვეყნებში იმუშავებს.