ძლიერმა წვიმამ ქობულეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რკინიგზის დატბორვის გამო, ბათუმი-თბილისის მატარებლის რეისი ვერ შესრულდა. როგორც საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, მატარებელი ჩაქვიდან უკან დაბრუნდა.  ცაგურიას თქმით, კომპანიამ სცადა მგზავრების ავტობუსით გადაყვანა, თუმცა დატბორვის გამო გზებზე ავტოსატრანსპორტო გადაადგილებაც შეფერხებული იყო.  დაჩი ცაგურიას განმარტებით, მოთხოვნის შემთხვევაში, მგზავრებს ბილეთების თანხა 100%-ით აუნაზღაურდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, თბილისი-ბათუმის მატარებლის რეისი შესრულდება თუ არა.