მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელების პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, წლევანდელი წელი 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი იქნება. ღრმა რეცესიიდან ექვსი წლის შემდეგ, წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა 3.3 პროცენტით დაეცა. მომავალ წელს მოსალოდნელია მცირედი აღმასვლა, თუმცა, მსოფლიოში ეკონომიკური ვითარება მხოლოდ 3.6 პროცენტით გაუმჯობესდება.

ამასთან, კრისტინ ლაგარდის თქმით, განვითარებადი ბაზრები და ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები ძირითადად უარყოფითია. არაერთი განვითარებადი სახელმწიფო სავალო და სავალუტო კრიზისს განიცდის. ამას გარდა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაცემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა არაერთ ქვეყანას.