ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის შერჩევა ჯერ არ დასრულებულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროს ახალი შენობის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, საუბარია რამდენიმე შენობაზე, რომლიდანაც მოხდება არჩევა.  "გუშინ ორი შენობა ვნახეთ, დღეს - ერთი და იმედია, შევარჩევთ. რომ შევარჩევთ, გაჩვენებთ, ერთი გარეუბანშია, ერთი - ქალაქის ცენტრში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე გაიყიდა.