საქართველოს ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 2015 წლის 15-16 ოქტომბერს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო ეწვევა.

ჰერნანდო დე სოტო 15 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნის ცერემონიალს გაუძღვება. ეკონომისტი 16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში "საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება", როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.