ზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. "470 მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მლნ ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა ეს 100 მლნ ვერ ეყოფა იმ დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა. დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას იანვარ-თებერვალშივე "შეჭამს",-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, სამედიცინო სფეროში სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა. ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს კითხვითაც მიმართა, "როდის აპირებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტს მიაღებინოს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილება, რომ 100 მლნ დაგემატოთ ამ პროგრამაზე? იმას აღარ ვკითხულობ, ეს 100 მლნ საიდან მოგაქვთ. არც იმაზე ვსაუბრობ, რომ სხვა პროგრამებშიც გაღრვევა გაქვთ და რამდენიმე ათეული მლნ ლარი ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გაქვთ დასამატებელი".