აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში ვაზნების უკანონოდ შემოტანას შეეცადა

აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში ვაზნების უკანონოდ შემოტანას შეეცადა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ბ. საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" გავლით 15 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანას შეეცადა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ვაზნები 8 ოქტომბერს, ეჭვის საფუძველზე მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მის ხელჩანთში აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს", - აცხადებენ უწყებაში.