მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, "თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა 4 კილოგრამი კოკაინის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.  მათივე ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ლ.მ.-ის ეჭვის საფუძველზე შემოწმების შედეგად, მათ მგზავრის ბარგში ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. 4 კგ კოკაინი კონსერვის ლითონის ქილებსა და ზურგჩანთის საზურგეში იყო მოთავსებული.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შემოსავლების სამსახურმა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცა.