გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მთავრდება

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთადერთი ალტერნატივაა და მის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტის უწყვეტად მიმოსვლის შესანარჩუნებლად. ამასთან, გზის აღნიშნული მონაკვეთი უმოკლესი მარშრუტია მიმდებარე სოფლების რაიონულ ცენტრთან დასაკავშირებლად.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი 25 წელია არ შეკეთებულა.  მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ასფალტის საფარი, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა: გზის საფარისა და არსებული ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია; საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და პავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების რეაბილიტაცია-მშენებლობა; გზის ჰორიზონტალური მონიშვნა; მოეწყო საგზაო ნიშნები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 მილიონ 75 ათას ლარს შეადგენს.