რომის მერი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდების გამო გადადგა

რომის მერი ინიაციო მარინო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდების გამო გადადგა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მერის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან აღნიშნული გადაწყვეტილება "ქალაქის ინტერესების გამო" მიიღო.  ბრალდების თანახმად, ინიაციო მარინო მუნიციპალიტეტის კუთვნილ თანხებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა.

რომის მერს ბრალდება ოპოზიციურმა პარტიებმა წაუყენეს, რის შემდეგაც 6 ოქტომბერს, მათი განცხადების საფუძველზე, იტალიის პროკურატურამ შემოწმება დაიწყო.  მერის გადადგომის მოთხოვნით რომში საპროტესტო აქცია ივნისშიც გაიმართა. ინიაციო მარინო თანამდებობას 2013 წლის ივნისიდან იკავებდა, მანამდე კი სენატორი იყო.