SOCAR Georgia gas-ი მომსახურების ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა

SOCAR Georgia gas-ი მომსახურების ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. კომპანიის ინფორმაციით, SOCAR Georgia gas-მა აბონენტებს ვებპორტალი - www.mygas.ge შესთავაზა, რომელიც მომხმარებლებისთვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურების მიზნით ამოქმედდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ონლაინ რეჟიმში გადაიხადოს ბუნებრივი გაზის გადასახადი. მოხმარებული გაზის საფასურის გადასახდელად პორტალზე რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, რადგან სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ავტორიზებული, ასევე არაავტორიზებული მომხმარებლებისთვის.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პორტალზე არსებული აბონენტის პირადი ბარათი, ეს არის მომხმარებლის ისტორია SOCAR Georgia gas-ში. პირადი ბარათი მოიცავს ინფორმაციას თითოეული აბონენტის გადახდებისა და მოხმარებული გაზის მოცულობის, დავალიანების, მიწოდების წერტილებისა და მოქმედი ტარიფის შესახებ. პორტალზე რეგისტრაციისთვის, აბონენტებმა SOCAR Georgia gas-ის ადგილობრივ სერვისცენტრს უნდა მიმართონ, ან დარეკონ საინფორმაციო სამსახურში ნომერზე - 16 114. რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია პორტალზე განთავსებული ონლაინ ჩათით.