აზერბაიჯანული მედია: "გაზპრომი" და "სოკარი" საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ

კომპანიები "გაზპრომი" და "სოკარი" საქართველოსთვის გაზის ომს იწყებენ. სტატიას ამ სათაურით აზერბაიჯანული "ჰაქინ.აზი" აქვეყნებს. სწორედ ასეთ კონტექსტში განიხილავს გამოცემა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ცუდი არ იქნება, თუ საქართველო რუსეთიდან გაზის მეტ რესურსს მიიღებს.  "ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ "გაზპრომი" და "სოკარი" ქართული ბაზრისთვის ახალ ბრძოლას იწყებენ. უნდა აღინიშნოს, რომ "სოკარს" ბუნებრივი აირის ქართული ბაზრის 90% უკავია. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში გადაწყვიტეს, აზერბაიჯანის გაზის მონოპოლიას ბოლო მოუღონ", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი სწორედ რომ აზერბაიჯანია, აზერბაიჯანული გაზის საფასური საქართველოსთვის გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე რუსული გაზის საფასური სომხეთისთვის.

აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, რომ რომ "გაზპრომის" 1%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.