რატომ გააძვირეს კლინიკებმა სამედიცინო მომსახურება - რას მალავს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი?!

ახლახან შევიტყვეთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკ­ების ნაწილმა ნოზოლოგ­იუ­რი კოდების სტანდარტული ფასები 10%-ით­­ გაზარდა (ყველა დაავადებას თავისი ნოზოლოგიური­ კოდი აქვს, ისევე როგორც სამედიცინო და ინსტრუმენტულ კვლევებს, რითაც ფასი განისაზღვრება). თუმცა ფასების ზრდის თაობაზე მიღებულ გადაწ­ყვეტილებას როგორც კლინიკები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავენ(?!).

კერძოდ, კლინიკები არ აზუსტებენ, რა მომსახ­ურებაზე გაზარდეს ფასები. სოციალური­ მომსახურ­ების სააგენტოს საყოველთაო ჯანდ­აცვის მართვის დეპარტამენტი კი არ ამხელს, რომელმა კლინიკებმა­ გაზარდეს ე. წ. სტანდარტის ფასები.

არადა, კლინიკებმა ამ მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდა­ცვის მართვის დეპარტამენტს უნდა მიმართონ და მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ფასის გაზრდა. ჩვენი­ ინფორმა­ციით, საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტმა ზოგი კლინიკის­ მოთ­ხოვნა დააკმაყოფილა, ზოგის -არა. ცხადია, ”საყოველთაოდ დაზღვეულ” მოსახლეობას უფლება აქვს, იცოდეს, რომელ კლინიკაში რა მომსახურებაზე გაიზარდა ფასი.

”კვირის პალიტრამ” სოციალური მომსა­ხ­­ურების სააგენტოს ჯერ კიდევ ორი კვირის­ წინ მიმართა. თავ­დაპირველად, საყოვ­ელ­თაო­­ ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ხომერიკი­ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. თუმცა მალე გადაიფიქრა (მოუცლელობის საბაბით), შემდეგ­ კი ოფიციალური წერილით კითხვების­ გაგზავნა მოგვთხოვა. ასეც მოვი­ქეცით, პასუხი­ კი მაინც ვერ მივიღეთ... ისევ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა სატელეფონო ზარებზე აღარავინ გვიპასუხა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში არცთუ დიდი ხნის წინ დანი­შ­ნულ ნინო შუბლაძეს (საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მივმართეთ. დიდი ძალი­სხმევის შედეგად, სამაბზაციანი წერილი მივიღეთ, სადაც ჩვენს შეკითხვებზე პას­უხი მაინც არ იყო გაცემული(?!). გაურკვეველია, რატომ დასჭირდა 3 სამუშაო­ დღეზე მეტი ამ პასუხის მომზადებას? არავინ დაგ­ვიზუსტა, რომელი კლინიკების მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ვის რა მიზეზით უთხრეს უარი. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის გახლავთ,­ რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფასების გაზრდის ფაქტი დაგვიდასტურა: ”ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ განსაზღვრული გავლენა იქონია ბოლო პერიოდში (2-3 თვე) ნოზოლოგიური კოდების ტარიფის მომატების მოთხოვნით სამ­ედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომართვიანობის ზრდაზე -უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დაფიქსირდა მსგავსი­ შინაარსის 35-მდე წერილი.  ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიც­ინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ფარმაკოლოგიურ ნაწარმზე. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებ­ლების უმეტესობამ ლარის მერყევი კურსის­ პირობებში, ფასის გაზრდის მოთხოვნისაგან თავი შეიკავა და შეამცირა მოგების მაღალი­ მარჟა, რადგან სახელმწიფო დაკვეთის სტაბილურობიდან გამომდინარე, მათი ჯამური­ მოგება მაინც სოლიდურია”.

”კვირის პალიტრას” ესაუბრა ჯანდაცვის სამინ­ისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც არცთუ დიდ ხნის წინ მნიშვნელოვანი თანამდებობა ებარა (მან ვინაობის დასახელება არ ისურვა): "ჯერ­ჯერ­ობით სერგეენკოს უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ პროგრამა არ შეწყდეს, თუმცა დიდხანს ვერ გასტანს. გადაუდებელი და რეანიმაციული პაციენტების რიცხვი ძალიან გაიზარდა, რაზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დიდი დაფინანსება აქვს გამოყ­ო­ფილი. რა გახდა ამის მიზეზი? ბოლო დროს ქვეყანაში ომი და კატა­სტრ­ოფა­ არ ყოფილა, ექიმები ხელოვნ­უ­რად ამძიმებენ ანამნეზს (ავადმყოფობის განვითარების ისტორია). შესაბამისად, თანხები არამიზნობრივად იხარჯება.  აბსურდად მიმაჩნია ისიც, რომ საყოველთაოდ დაზღვეულები ის პირები­ არიან, რომელთა­ ხელფასი 1.000-1.500 ლარს სცილდება. მინისტრები­ თვეში 5.000 ლარს იღებენ, მარეგ­ულირებელი კომისიებისა და ფონდების  ხელმძ­ღვანელების შემოსავალი კი 27-30 ათასს აღემატება. იმავდროულად, დაუზღვეველი არიან ის მოქალაქეები, რომლებიც კორპორაციული დაზ­ღვევით სარგებლობდნენ და შეუწყდათ იმის გამო, რომ სამსახურები დაკარგეს. მათი მომსახურების სერვისი ძალიან შეზღუდულია. ცხადია, სახეზეა ადამიანთა დისკრიმინაცია და ანტიკონსტიტუციური ქმედება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე­ ხმას არ იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 40 ათასამდე კაცის სათანადოდ დაზღვევა მოუწევს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამ­ინისტრომ მთიანი რეგიონების წამ­გებიანი საავა­დმყოფოების სახით დიდი ტვირთი აიკიდა, როცა ისინი კერძო კომპანიებისგან უკან გამოისყიდა. ძნელია, ბიუჯეტი­ ყველაფერს ამყოფინო... კლინიკების მიერ ფასების­ გაზრდა კი მოს­ახლეობის დიდ ნაწილს ურტ­ყამს. უმეტესობას იმ 30%-ის გადახდაც უჭირს, რაც გეგმური მომსახურების მიღებისას ევალება.­ თუ, მაგალითად, ქირურგი­ული ოპერაცი­ა 2.000 ან 3.000 ლარი ღირს, 30%-ის გადახდა საკმაოდ ძნელია, ახლა ამას დაემატა ფასის­ 10%-იანი ზრდა. ცალკე საკი­თხია გაძვირებული მედიკამენტები...

შესაძლოა, ხელისუფლების დუმილს სხვა მიზეზიც ჰქონდეს - მსხვილი და გავლენ­იანი კორპორაციები ჯანდაცვის სამინისტ­როს პირობებს თავად კარნახობენ. მაგალ­ი­თად, ”ევექსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის­, ამირან გამყრელიძის შვილია, მაღალი სამედიცინო ტექნო­ლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ინგოროყვა კი ამირან გამყრელიძის მძახალია. თუ ისინი მოისურვებენ, ფასებს ნების­მიერ დროს გაზრდიან და სოცმომსახურების სააგენტოს­ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი მათ უარის თქმას ვერც გაუბედავს! რატომ? მიზეზი მარტივია... კორპორაციამ, რომელსაც­ 42 მულტიპროფილური და ამბულატორიული­ ცენტრი აქვს, რეგიონებში (თუნდაც რემ­ონტის საბაბით) რომ დახუროს თავისი კლინიკები, სიტუაცია კრიზისული გახდება. ვფიქრობ, ფასების­ გაზრდაზე უარი შედ­არებით ”უპატრონო” კლინიკებმა მიიღეს..."

”კვირის პალიტრა” კლინ­იკებსაც დაუკ­ავშირდა. ინგოროყვას კლინიკაში ფასების გაზრდის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. ციციშვილისა და იაშვილის კლინიკის წარმომადგენლებმა კი დაადასტურეს, რომ მათი მოთხოვნა დადებითად გადაწყდა. ”ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ კი განაცხადა: ”ჩვენ წლის დასაწყისშივე მოვითხოვეთ ფასთა სხვაობებთან დაკავშირებით კორექცია, მაგრამ ეს ფასთა სხვაობები არ არის გამოწვეული მარტო მატებით... სამედიცინო სერვისების ნაწილზე ფასებმა მოიმატა, ნაწილზე კი შემცირდა. ახალი ფასები­ პირველი აპრილიდან ამოქმედდა. მაგალითად, თუ თბილ­ისში ულტრაბგერითი კვლევა 45 ლარი ღირს, ქუთაისში ჩვენს კლინიკაში ეს მომს­ახურება 35 ლარადაც შესაძლებელია”.

P.S. ვიმედოვნებთ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც, ჯანდაცვის სამინისტრო მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რომელმა კლინიკებმა გააძვირეს­ ფასები და რა სამედიცინო მომსახურებას­ ეხება აღნიშნული ცვლილება.

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"