ინდოეთში ქართული პროდუქციის გამოფენა გაიმართება

2016 წლის 18-19 იანვარს, ინდოეთში, ქ.მუმბაში, სასტუმრო “Jw Marriott”-ში გაიმართება, ქართული პროდუქციის გამოფენა, სადაც ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შანსი, გახდნენ ისეთი დიდი სავაჭრო სივრცის წევრები, როგორიც ინდოეთის ბაზარია და მიიღონ ლიცენზია.

ინდოეთის ბაზარი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელია, სადაც ოპერირებენ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები მაგ: SPAR, WAL-MART, IKEA, COCA-COLA, AUCHAN, RADISSON და ა.შ. დღეს ინდოეთი სწრაფად ქმნის მსოფლიო დონის კომპანიებს, ისეთ ტექნოლოგიურ დარგებში, როგორც IT-მომსახურება და ფარმაციაა. ინდოეთის საცალო ვაჭრობის ბაზარი 470 მლიარდ დოლარად არის შეფასებული წელიწადში. სავაჭრო კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ ქვეყანაში ინვესტიციები 50%-დან 100%-მდე გაზარდა.

ინდოეთის ეკონომიკა იმდენად სტაბილურად და საინტერესოდ ვითარდება, რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი ცდილობს მოხვდეს ამ გამოფენაზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 ოქტომბრამდე.