უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა, როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის სექტემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 49 079 ერთეული შეადგინა. ა.წ. სექტემბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესად ზრდა ახასიათებს: 2011 წლის აგვისტოსთან (42 283 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 16.1%-ით, 2012 წლის აგვისტოსთან (59 009 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 16.8%-ით, 2013 წლის აგვისტოსთან (40 513 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 21.1%-ით, 2014 წლის აგვისტოსთან (44 981 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.1%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 21.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (24.5%-ით), ისე მეორადი (20.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის სექტემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.166 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.069). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (22.3%-ით), ისე მეორადი (6.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 9 286, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 39 793 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.839 და 1.283 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. სექტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.1%-ს მეორადი, ხოლო 18.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის სექტემბერში კი, შესაბამისად, 83.1% და 16.9%).