ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს "სოკარი" გადაიხდის

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს კომპანია "სოკარი" გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"ნავთობკომპანია "სოკარსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, "სოკარმა" კეთილი ნებით აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა ამა წლის 1 ნოემბრისთვის, თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილებით, დრო გაგრძელდა კიდევ ორი თვით, ანუ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შევნიშნავთ, რომ დახმარება ასევე გაუგრძელდათ სხვა რელიგიებსაც).  საქართველოს საპატრიარქო გულითად მადლობას უხდის "სოკარის" პრეზიდენტს, ბატონ როვნაგ აბდულაევს და "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს ამ დიდი თანადგომისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.