აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან სამიმოსვლო ბილიკების და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  აეროპორტში სამუშაოების დაწყების პროცესს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე გაეცნობა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და "ტავ ურბან საქართველოს" შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.