ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განაგრძობს ორმხრივ შეხვედრებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა მორიგი შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან (Min Zhu) გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს, 2015 და 2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.