კვლევის თანახმად, თბილისელთა უმრავლესობა ვერეს ხეობის ქვემო ნაწილში ნებისმიერი მშენებლობის წინააღმდეგია

NDI-ს კვლევის თანახმად, თბილისელთა უმრავლესობა ვერეს ხეობის ქვემო ნაწილში ნებისმიერი მშენებლობის წინააღმდეგია.

რა მოსაზრება აქვთ ვერეს ხეობის ქვემო ნაწილის მომავლის შესახებ, აღნიშნული კითხვა NDI-მ თავის გამოკითხვის ფარგლებში თბილისელებს დაუსვა.  გამოკითხულთა 57% ემხრობა მოსაზრებას, რომ უნდა აიკრძალოს ყველანაირი მშენებლობა და გაშენდეს რეკრიაციული პარკი, 17% ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, 22%-ს კი ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.  რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ვერეს ხეობის ქვედა ნაწილში უნდა აშენდეს დიდი საცხოვრებელი და საქმიანი კომპლექსი, ამ იდეას იზიარებს მხოლოდ გამოკითხულთა 6%. 72% წინააღმდეგია, 17%-ს კი მოსაზრება არ აქვს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.