ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. სირილ მიულერმა საქართველოს პორტფელი ივნისში ლორა ტაკისაგან ჩაიბარა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, სირილ მიულერმა ურთიერთობის შემდგომი გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც იგი უახლოეს დღეებში თანამშრომლობის ცალკეულ სფეროებში ვითარების უფრო ღრმად შესასწავლად საქართველოს ეწვევა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლორა ტაკი, რომელმაც სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.