ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ბრიტანელ მეცნიერს ენგუს დიტონს მიენიჭა. პრინსტონის უნივერსიტეტის 69 წლის პროფესორმა პრემია „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“ მიიღო.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მდივნის ტორსტენ პირსონის განცხადებით, ენგუს დიტონის ნამუშევარმა უზარმაზარი გავლენა იქონია განსაკუთრებით ინდოეთში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიღარიბის განსაზღვრის დონე შეცვალა.

ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება. ფულადი პრემია 8 მილიონი შვედურ კრონას (დაახლოებით 953 ათას დოლარი) შეადგენს.

გასულ წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ტულუზას უნივერსიტეტის პროფესორს ჟან ტიროლს გადაეცა ბაზრის რეგულირების ანალიზისთვის.

ეკონომიკაში ნობელის პრემია 1968 წელს, შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესდა. პრემიის დაწესება ბანკის 300 წლისთავს მიეძღვნა.