პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს იწყებს

პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს იწყებს. საბიუჯეტო პროექტის განხილვები რეგიონებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პირველი საჯარო განხილვა დღეს, 12:00 საათზე თელავში გაიმართება. საჯარო განხილვები დაგეგმილია ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში.